Tuesday, June 28, 2016

1)     პროექტის სახელწოდება  ;ვაჟა-ფშაველა და ბუნება“
2)     პროექტის მთავარი იდეა (თემა) --შესწავლილ ნაწარმოებებზე  დაყრდნობით  მოსწავლეებმა  შეძლონ მწერლის    ძირითადი სათქმელის  ამოცნობა , სიღრმისეულად ჩასწვდნენ  მის ტკივილს და განცდებს, ბუნებისადმი დამოკიდებულებას.
3)     პროექტის აქტუალობა;-- მოსწავლეებს გაუმძაფრდეთ  ბუნებისადმი სიყვარული, დაფიქრდნენ მის დანიშნულებაზე--როგორ უპატრონონ და მოუარონ მას.

4)     პროექტის  მიზნები;  ბუნების გარეშე ადამიანი ვერ  შეძლებს სიცოცხლეს. თვითონ როგორ მოიქცევიან, რა გზით   შეძლებენ  მის  დაცვას, შეაფასონ ადამიანის  დამოკიდებულება ბუნებასთან. გაიაზრონ თითოეულ ნაწარმოებში  წარმოჩენილი  თემა.
5)     მონაწილეთა  ასაკი;--13
6)     ვადები;--1 კვირა
7)     მოსალოდნელი  შედეგები;---მიხვდებიან  იმას,  რომ  ბუნების  დაცვა ყველას ვალია, თითოეული ხის  დარგვა , მათი მოვლა--პატრონობა  უდავოდ გადაარჩენს  მას. შთაგონებით შექმნეს მშვენიერი სურათები; : დაობლებული შვლის ნუკრი“, ; ხმელი წიფელი:,  :ვერხვი:, : ია:
8)     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;--წიგნები,  კალმები, დაფა, რვეულები, ინფორმაციულ-საშუალებათა ტექნოლოგიები. კონვერტების დამზადება წერილებისათვის,
რომელსაც მისწერენ  იმ მონადირეს ,რომელიც არ ინდობს ბუნებას და 
და მის კანონებში უხეშად ერევა.
9)     პროექტის მსვლელობა;--მწერლის სახლ--მუზეუმის  დათვალიერება, ლიტერატურული პარალელების გავლება, დაკვირვება მხატვრულ ხერხებზე .
10)                        საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;---პროექტში  ერთვება ბიოლოგიის მასწავლებელი  --მსჯელობა;  რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანი ბუნებაზე. ის ბუნებისგან იღებს ჰაერს, წყალს, საკვებს, სანაცვლოდ კი არაფრით ეხმარება.--მოსწავლეები აკეთებენ ანალიზს, რომ ა ა ადამიანები  არ ვიყოთ დაუნდობელნი, შევძლოთ ბუნებასთან მეგობრობა  და  გაფრთხილება. მწერალმა შეძლო ბუნების მშვენიერი სურათების აღწერით მკითხველში გამოეწვია განსაკუთრებული ემოცია,
11)                        პროექტის ხელმძღვანელი --ე. სოლომნიშვილი

12)                        ელ ფოსტა: ELEONORASOLOMNISHVILI@GMAIL.COM